სამართალდამცველებმა მძარცველი ცხელ კვალზე დააკავეს

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 15:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული თორნიკე კ. დააკავეს.

დაკავებული თბილისის სხვადასხვა უბანში, საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებში სისტემატურად ძარცვავდა ქალებს, მათ შორის, არასრულწლოვან გოგონებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების შედეგად ცხელ კვალზე, საბურთალოზე, ბერბუკის ქუჩაზე, ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში დააკავეს, ნაძარცვი ოქროს სამკაულები და ,,აი პადი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 178 –ე მუხლის (ძარცვა) მე–2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44