პარლამენტი საერთო სასამართლოების კანონზე მუშაობას ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ გააგრძელებს

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 15:38

დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტი საერთო სასამართლოების კანონზე მუშაობას ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ გააგრძელებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას გაცხადებული ჰქონდა, რომ კანონპროექტზე პირველი მოსმენით მუშაობა ვენეციის კომისიის დასკვნამდე უნდა შეეწყვიტა.

"ბატონი ბუკიკიო არ არის მარტო ვენეციის კომისია, იგი ამ კომისიის პრეზიდენტია. მომავალ კვირაში ის ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ აღნიშნული კანონპროექტის დასკვნის მომზადებაზე და 8 მარტს ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას დადებს", -  აცხადებს უსუფაშვილი. მანვე აღნიშნა, რომ რომ საკანონმდებლო ორგანო ექსპერტების ჩამოსვლას დაელოდება, მოისმენს, თუ რა შენიშვნები აქვთ მათ და ასე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39