პროფესიული გადამზადების ცენტრების პროექტი საუკეთესოებს შორის მოხვდა

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 15:28

საქართველოს პროფესიული გადამზადების ცენტრების პროექტი წელს კონკურსში 66 ქვეყნიდან წარდგენილ 120-ზე მეტი პროექტიდან დასახელებულ 12 საუკეთესოს შორის მოხვდა, პროექტის განხორციელება 2006 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა (მინისტრი - ალექსანდრე ლომაია) და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით დაიწყო.

პროგრამის შესახებ მომზადდა დოკუმენტური ფილმი.

UNDP-ის კონსკურსი, რომელიც წარმატებულ პროექტების შესახებ მოგვითხრობს, უკვე მეორე წელია ტარდება. 12-კაციანი კომპეტენტური ჟიური ასახელებს ყველაზე წარმატებულ პროექტებს იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც წარმოდგენილია გაეროს განვითარების პროგრამა.

შემაჯამებელ ანგარიშში, სადაც წარმატებული ისტორიებია მოთხრობილი, აღნიშნულია, რომ საქართველოში პროფესიული გადამზადება 3000 პირმა გაიარა, მათგან 70% დასაქმდა. მათ შორის იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები. გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორმა ჰელენ კლარკმა პროგრამის აღმასრულებელი საბჭოს სესიაზე დაასახელა გამარჯვებული პროექტები და12 ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელს სპეციალური დიპლომები გადასცა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46