ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დააბრუნოს "კანონიერი ქურდების" ბატონობა

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 15:24

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ამნისტირებული პატიმრების შესახებ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ამნისტიის შემდეგ  საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა.

მერაბიშვილი ეწინაამღდეგება აღნიშნულ ფაქტს და აღნიშნავს, რომ საქართველომ არ უნდა დაკარგოს ის მონაპოვარი,  რასაც წინა ხელისუფლებამ მიაღწია.

„მე მინდა ჩემი აღშფოთება დავაფიქსირო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებით ციხეებიდან უკვე დაიწყეს გამოსვლა კანონიერმა ქურდებმა იმ ფონზე, როცა ბოლო დროინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მკვეთრად გაუარესდა საქართველოში მდგომარეობა. ამას არ ჭირდება სტატისტიკა, ამას თითოეული ჩვენგანი გრძნობს, თბილისის და საქართველოს რაიონული მასშტაბით, ამ ფონზე კანონიერი ქურდების გამოშვება კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას საქართველოში. მე ვარ წინაამღდეგი, რომ საქართველომ დაკარგოს ის მონაპოვარი, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა, საქართველო იყო თავისუფალი კანონიერი ქურდებისაგან და იყო უსაფრთხო ქვეყანა, მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა დაბრუნდეს ძველ დროში,  როდესაც ჩვენი შვილების და ჩვენს საქმეებს არჩევდნენ კანონიერი ქურდები, იკრიბებოდა ობშიაკი, ქურდები ახორციელებდნენ "ვაზვრატებს" და მართავდნენ პრაქტიკულად არა მარტო კრიმინალურ სამყაროს, არამედ ჩევენი ქვეყნის ეკონომიკას და ხშირად პოლიტიკაშიც ერეოდნენ“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39