მამა გაბრიელ ბენიაიძე საავადმყოფოდან გაწერეს

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 15:19

მამა გაბრიელ ბენიაიძე, რომელსაც 16 იანვარს დედოფლისწყაროში მძიმე ჭრილობები მიაყენეს საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ქიზიყი.ge-ს მოძღვარის ძმამ, ნიკო ბენიაიძემ განუცხადა.

„მამა გაბრიელს ნაკერები გუშინ მოუხსნეს და კლინიკიდან გამოწერეს. ახლა თბილისში, სახლში ვიმყოფებით. ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე დღეში დედოფლისწყაროში დავბრუნდებით. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა და ჩვენთვის ლოცულობდა. ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნა ნიკო ბენიაიძემ.

პაციენტი მკურნალობას თბილისში, შპს “ტრავმატოლოგის” ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა.

ქიზიყი.ge-ს ინფორმაციით, მოძღვარი ქუჩაში მოჩხუბარი მამაკაცების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას დანით ჭრილობები მიაყენეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46