გიორგი ვაშაძე წულუკიანს ურჩევს, ღრმად ჩაიხედოს სხვადასხვა საკითხებში

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 15:08

გიორგი ვაშაძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრი ზედაპირული განცხადებების გაკეთებას მიეჩვია. მისივე თქმით, ის მიეჩვია, რომ სასამართლომ მისი ყველა მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.

"ალტერნატიული სასამართლოს შექმნა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხარვეზი გააჩნია, შეიძლება გამოძიებაში დაბრუნდეს, ამიტომაც ალტერნატიული სასამართლოს შექმნას აუცილებლობად არ მიმაჩნია. წულუკიანი ზედაპირული განცხადებების კეთებას მიეჩვია. წულუკიანი შეეჩვია იმას, რომ სასამართლომ მისი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძე აიდი ბარათებსაც შეეხო, თითქოს მას მოსახლეობასთან ამ საკითხე არ ჰქონდა შეხვედრები.

"ეს არის აბსურდი. მე ამ საკითხზე პატრიარქთანაც კი მქონდა პირადი შეხვედრა. ვურჩევ წულუკიანს ღრმად ჩაიხედოს სხვადასხვა საკითხებში, რომ განსხვავებული დასკვნები გამოტანას. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი გამოუცდელობის ბრალია და მეტი გამოცდილების მიღებასთან ერთად მეტად კომპეტენტურ განცხადებებს გააკეთებს", - განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ სასამართლო გადაიქცა სადამსჯელო ორგანიზაციად.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4