ვენეციის კომისია საკუთარ მოსაზრებებს მარტში გამოაქვეყნებს

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 14:45

თბილისში ვენეციის  კომისიის დელეგაცია ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და ვენეციის კომისიის მდივნის მოადგილე სიმონა გრანატე-მენინი არიან.

დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდა, ასევე, დაგეგმილია  საპარლამენტო უმცირესობის, შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით პარლამენტი კომისიის რეკომენდაციების საბოლოო ტექსტს დაელოდება. რაც შეეხება "ამნისტიის შესახებ" კანონს, ბუკიკიო წუხს, რომ პარლამენტი კომისიის დასკვნას არ დაელოდა და მათი მოსაზრებები არ გაითვალისწინა. 

"ამნისტიის შესახებ" კანონსა და სასამართლოების შესახებ კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრებები ცნობილი 8-9 მარტს, კომისიის მორიგ შეხვედრაზე გახდება.

ვიზიტი ორდღიანია და სტუმრები საქართველოს პირველ თებერვალს დატოვებენ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61