გათავისუფლებული მსჯავრდებულის ბრალდებებთან დაკავშირებით, გენერალური ინსპექცია მოკვლევას იწყებს

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 15:06

გათავისუფლებული მსჯავრდებულის ზურა შეყელაძის მიერ ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებას, რომელიც დაწესებულების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების გადამეტებას ეხება,   სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო ეხმაურება:

"2013 წლის 27 იანვარს გათავისუფლებულმა მსჯავრდებულმა, ზურა შეყელაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით გააკეთა განცხადება, სადაც ყოფილი მსჯავრდებული სასჯელაღსრულების რუსთავის #16 დაწესებულების უფროსს, გ.ტყემელაძეს და მოადგილეს მ. ლოთიშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს და მათ დასჯას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ზ. შეყელაძეს არ მოუმართავს სასსჯელაღსრულების, პრობაციისა და იურისიული დახმარების სამინისტროსთვის, მიუხედავად ამისა, ყოფილი მსჯავრდებულის ბრალდებებთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იწყებს შემოწმებას.

ამასთანავე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასურველი იქნება, თუკი ამ საკითხით სახალხო დამცველის აპარატიც დაინტერესდება და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოგვმართავს რეკომენდაციით".

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.48
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.52
  • 1.46