შინაგან საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 15:00

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონში ვიზიტს განაგრძობს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონთან. ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ გორდონმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. მინისტრი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოსაც ეწვია. სააგენტოს დირექტორთან შეხვედრის დროს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დაიგეგმა, რომ წელს კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის 3 სხვადასხვა სახის ტრენინგი ჩატარდება. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორთან.

შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 თებერვალს დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46