დოპინგის მიღებისთვის 9 ქართველი სპორტსმენი დაისჯება

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 13:24

აკრძალული სამედიცინო პრეპარატი 9 ქართველმა სპორტსმენმა გამოიყენა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებს  საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარემ პალიკო კასრაძემ განუცხადა.

როგორც ცნობილი გახდა, 2011-2012 წლებში, აკრძალული პრეპატარები ძიუდოისტმა თენგიზ პაპოშვილმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ბესარიონ გუჩაშვილმა, ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ, მკლავჭიდელმა მერაბ კაკაბაძემ, ასევე მკლავჭიდში მოასპარეზე ირაკლი გამთენაძემ, შოთა ომარაშვილმა(ფაუერლიფტინგი), მორაგბე მიხეილ სუჯაშვილმა, მძლეოსანმა ბენიკ აბრამიანმა და გიორგი შეყლაშვილმა(ფაუერლიფტინგი) მიიღეს.

პალიკო კასრაძის განცხადებით, სპორტსმენებს დაეკისრათ ორწლიანი დისკვალიფიკაცია, ასევე მათ ჩამოერთმევათ ყველა ის ტიტული, რომელიც ამ პერიოდში მოიპოვეს. კასრაძის თქმით, ირაკლი ცირეკიძეს სასჯელი უკვე მოხდილი აქვს დოპინგის მიღების გამო.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მოუწოდებს სპორტულ ფედერაციებს და კლუბებს, სპორტული გუნდების ექიმებს, მწვრთნელებსა და სპორტსმენებს, ზუსტად შეასრულონ მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსის მოთხოვნები და დაიცვან პატიოსანი შეჯიბრებების წესები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი