ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებმა უვადო გაფიცვა გამოაცხადეს

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 12:12

ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ და უვადო გაფიცვას აცხადებენ. თბილისის მერიაში, მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსისა და  გაფიცული მძღოლების საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა გუშინ უშედეგოდ დასრულდა.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, შეხვედრაზე ყოველდღიური გეგმის შენატანზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მოთხოვნების შესრულებამდე ისინი გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ყვითელი მიკროავტობუსების გაფიცვა 25 იანვარს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46