ირაკლი ალასანია სამეფოს ევროპისა და ნატოს საკითხებში სახელმწიფო მინისტრებს შეხვდა

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 11:56

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ევროპისა და ნატოს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშორმლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას და ამ კუთხით, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას.

„საგარეო სამინისტროს მხრიდან საქართველოს ახალმა მთავრობამ სრული მხარდაჭერა მივიღეთ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით და ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ, კონკრეტულად, ორმხრივ ურთიერთობაზე, როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე ზოგადად საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში დღეს სრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5