პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი - ზაზა ბროლაძე

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 2013 - 11:49

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამხედრო ტექნიკის წარმოების გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა ბროლაძის განცხადებით, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი სსიპ "დელტა" აგრძელებს მუშაობას.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს სამხედრო სამრეწველო საწარმო "დელტას" ლიკვიდაციას. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეცდომაშია შეყვანილი. პირიქით, თუკი ადრე სამხედრო საბრძოლო მანქანების "ლაზიკას" და "დიდგორის" დაგეგმვა ხდებოდა ცალკეული პოლიტიკოსების გემოვნების მიხედვით, ამჟამად "დელტას" რეფორმირებული მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს პროფესიონალ სამხედრო ინსტრუქტორებთან და ამ საქმის ექსპერტებთან ერთად, რათა მათი კომპეტენტური აზრი იქნას გათვალისწინებული" - განაცხადა ზაზა ბროლაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5