გიორგი ღონღაძის ქვრივი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს

სამშაბათი, 29 იანვარი, 2013 - 20:11

2000 წელს მოკლული ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის ქვრივის, მიროსლავ ღონღაძის ადვოკატი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერლის ალექსეი პუკაჩის განაჩენს გაასაჩივრებს.  ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ვალენტინა ტალიჩენკომ განუცხადა.

"ჩვენ განაჩენის გასაჩივრებას ვაპირებთ, რამდენადაც მასში არ არის მკვლელობის შეკვეთილი ხასიათი აღნიშნული. სასამართლოს არ დაუდგენია, თუ ვინ არის მკვლელობის შემკვეთი", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ კიევის პეჩორის სასამართლომ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალი, ალექსეი პუკაჩი ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46