"იუნესკომ" 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის წლად გამოაცხადა

სამშაბათი, 29 იანვარი, 2013 - 20:04

ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით, "იუნესკომ" 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თარიღთან დაკავშირებით, სკოლებს 2 სახის კონკურსის ჩატარებას სთავაზობს: "რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ" და ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიულ თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსი.

კონკურსებში მონაწილეობის მიღება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. სამუშაოს შესასრულებლად მათ დაახლოებით 20 დღე ეძლევათ.

თითოეული სკოლა სამინისტროს თითო გამარჯვებულ პროექტს და ბლოგს წარმოუდგენს. მათ სამინისტროში შექმნილი კომისია განიხილავს და 5-5 გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებიც დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41