გიორგი ღონღაძის მკვლელს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა

სამშაბათი, 29 იანვარი, 2013 - 18:15

კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალს ალექსეი პუკაჩს, რომელიც ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, პუკაჩმა ჟურნალისტი 2000 წლის შემოდგომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის იური კრავჩენკოს ბრძანების საფუძველზე მოკლა.

როგორც პუკაჩმა სასამართლოზე განაცხადა, ღონღაძის მოკვლა მას არ სურდა.  ეჭვი ჰქონდა, რომ ღონღაძე უცხოეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა და მისი დაშინება ინფორმაციის მოსაპოვებლად უნდოდა. როგორც პუკაჩმა განაცხადა, ღონღაძეს, დაშინების მიზნით, ქამრით ახრჩობნდნენ, თუმცა ერთ-ერთ შემსრულებელს ზედემტი მოუვიდა და კისერი მოტეხა.

პუკაჩი 2005 წლიდან იძებნებოდა, იგი 2009 წელს ჟიტომირის რეგიონში დააკავეს. 

მკვლელობაში მონაწილე სამ პოლიციელს ხანრძლივი დროით შეეფარდათ პატიმრობა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5