მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მძღოლები ხვალიდან გაფიცვას შეწყვეტენ

სამშაბათი, 29 იანვარი, 2013 - 17:43

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" გაფიცული მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან მოლაპარაკებას მერიაში მართავს. მძღოლები აცხადებენ, რომ შეხვედრაზე ისევ ოთხი ძირითადი მოთხოვნით გამოვლენ. ისინი ამბობენ,რომ მათი მოთხოვნები მხოლოდ ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული.

ერთადერთი საკითხი რაზეც შეთანხმება მოხდა მძღოლის ინდმეწარმის სტატუსის გაუქმებაა.

შეთანხმება ვერ მოხერხდა ყოველდღიური გეგმის დაკლების თაობაზე. დანარჩენ ორ მოთხოვნაზე, რაც ეხება მიკროავტობუსების გეგმიური ტექნიკური მომსახურების წარმოებას მძღოლებისათვის სასურველ ადგილას და გათავისუფლებული მძღოლების სამარშრუტო ხაზებზე აღდგენას, შეთანხმება ნაწილობრივ არის მიღწეული და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მძღოლების თქმით, მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხვალიდან გაფიცვას შეწყვეტენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46