ბესიკ ხარანაულის „მთავარი გამთამაშებელის“ პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

სამშაბათი, 29 იანვარი, 2013 - 17:52

თიბისი გალერეაში ხვალ, 18:00 საათზე, შედგება ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატის, ბესიკ ხარანაულის ახალი წიგნის „მთავარი გამთამაშებელი“ პრეზენტაცია. ახალ წიგნს საზოგადოებას თავად ავტორი, ბესიკ ხარანაული წარუდგენს.

 

პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს ასევე ექნებათ საშუალება, ნახონ ქეთევან სადღობელაშვილის დოკუმენტური ფილმი ბესიკ ხარანაულის შესახებ.

„ეს წიგნი ბესიკ ხარანაულის 50 წლიანი შემოქმედებითი მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილიცაა და რაღაც ახალიც.... ვისთვისაა ეს წიგნი? - სხვა არაერთ კითხვასთან ერთად, ერ­თი ასე­თი კითხვაც ისმის ბესიკ ხარანაულის ახალ კრებულში და სა­ეგე­ბიო პასუხიც იქვეა: "ეს წიგნია დაეჭვებულთათვის, ვინც მიწას ფეხის­გუ­ლებით გრძნობს და ჰაერს ყურის ქალამნებით! სამედაშენოა ეს წიგნი, მკითხველო!" (წიგნის წინასიტყვაობიდან)

წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41