“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” პარლამენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მიმართავს

სამშაბათი, 29 იანვარი, 2013 - 17:23

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ეხმიანება პარლამენტის ინიციატივას საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ უკვე ინიცირებული ცვლილებების პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენელები აკეთებენ განცხადებებს ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის საკითხებზე, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. მიუხედავად აღნიშნული საკითხების განსაკუთრებული მნიშნველობისა მათი განხილვა ხდება ხალხის - ხელისუფლების წყაროს, ჩართულობის გარეშე.

„42-ე მუხლი“ მოუწოდებს საქართველოს პარალმენტს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა განახორციელოს განსხვავებული ფორმატით. კერძოდ, შექმნას საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ვალდებული იქნება შეიმუშავოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, დაავალოს ამ კომისიას შეიმუშავოს კონკრეტული წინადადებები და წარადგინოს შემოთავაზებული ცვლილებები 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე რეფერენდუმის წესით გადასაწყვეტად. ეს ხელს შეუწყობს კონსტიტუციური ცვლილებები იქნას მიღებული საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობითა და მათი შეხედულებების გათვალისწინებით.

ამასთანავე, 42-ე მუხლი უკვე ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მიზანშეუწონლად მიიჩნევს პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხის კონსტიტუციით განსაზღვრას. მიგვაჩნია, რომ მთავრობა, სხვა საჯარო და დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელთანაც აქტიური თანამშრომლობა პარლამენტის ვალდებულებაა უნდა მდებარეობდეს ერთი და იგივე ადმინისტრაციულ ერთეულში.

რაც შეეხება პარლამენტის ინიციატივას პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის 6 თვიანი შეზღუდვის გაუქმების შესახებ მივიჩნევთ, რომ ამგვარი შეზღუდვის გაუქმება დაუშვებელია. ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევიდან, თუნდაც მეორე დღეს, ამ ორგანოს დათხოვნის უფლება ერთ ადამიანს არ უნდა გააჩნდეს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მთავრობისათვისათვის სამჯერ ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დათხოვნამდე პარალმენტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავად დანიშნოს მისთვის მისაღება მთავრობის შემადგენლობა. პრეზიდენტის უფლება პარლამენტის დათხოვნაზე უნდა ამოქმედდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტი ვერ ვერ შეძლებს მისაღები მთავრობის დამტკიცებას.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იმედოვნებs, რომ საქართველოს პარლამენტი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდება ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ხელს შეუწyობს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41