"ნაციონალური მოძრაობა" კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადადის

სამშაბათი, 29 იანვარი, 2013 - 16:12

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა. მისი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" დღეიდან საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადადის. 

"დღევანდელი დღე შევა ისტორიაში, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ტექნოლოგიური განვითარებისა და დემოკრატიზაციის მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა გა­და­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ახალ ეტაპ­ზე. ამის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ მთა­ვარ სა­შუ­ა­ლე­ბას - ინ­ტერ­ნეტს. დღეს გვაქვს ახა­ლი ვებ­გვერ­დის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც არის ყვე­ლა­ზე დი­ნა­მი­კუ­რი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ოდეს­მე ჰქო­ნია", - გა­ნაც­ხა­და ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

ვებ-გვერდზე მხოლოდ სიახლეები დაიდება და პარტიის წევრთა ბიოგრაფიების წაკითხვა იქნება შესაძლებელი, ასევე თითოეულ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი აზრი გამოხატოს ყველა საკითხთან დაკავშირებით, გახდეს სხვადასხვა პროექტის ინიციატორი, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კი მხარდაჭერა ექნება.

ნაციონალური მოძრაობა დღეიდან ნებისმიერი მოქალაქისთვის 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46