საქართველო აღარ უნდა დარჩეს "რაგადკის" ამარა - მიხეილ სააკაშვილი

სამშაბათი, 29 იანვარი, 2013 - 15:27

საქართველო აღარ უნდა დარჩეს "რაგადკის" ამარა, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გორში, თავდაცვის აკადემიაში, აკადემიის ლექტორებსა და კურსანტებთან შეხვედრისას. მისივე თქმით,  2004 წელს საქართველოს შეიარაღებას მხოლოდ "რაგადკა" წარმოადგენდა.

მან ისაუბრა დღევანდელ მდგომარეობაზე თავდაცვის სფეროში და ახალ პროგრამაზე, რომელზე შეთანხმებასაც პრეზიდენტმა წინა წლის იანვარში ობამასთან მიაღწია და რომლის მიხედვითაც უნდა აღიჭურვოს საქართველოს შეიარაღებული ძალები უახლესი ათწლეულების განმავლობაში.

პრეზიდენტმა ჯარისკაცების მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება.

"გადავდივართ ახალ ეტაპზე, ახლა უკვე არა მარტო ჯარისკაცებს, ვეტერანებსაც უნდა მივცეთ უფრო მეტი ხელფასები. დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს უნდა მივცეთ ხელფასები და პენსიები. კარგია,  ამაზე მთავრობაც მუშაობს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს,რომ ახლო მომავალში თავდაცვის სფეროში მუშაობა უფრო მეტად პრესტიჟული და ინტელექტუალური გახდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46