ედუარდ შევარდნაძის ახალი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა

სამშაბათი, 29 იანვარი, 2013 - 14:43

ფეისბუქში საქართველოს ექსპრეზიდენტის, ედუარდ შევარნდაძის ახალი ფოტოები გავრცელდა. ფოტოები, რომელზეც საქართველოს მეორე პრეზიდენტია ასახული, ტელეკომპანია "მაესტროს" გადამღებმა ჯგუფმა, ექსპრეზიდენტთან ინტერვიუსთვის სტუმრობისას 23 იანვარს, კრწანისის რეზიდენციაში,  სამახსოვროდ გადაიღო. ექსპრეზიდენტს 25 იანვარს 85 წელი შეუსრულდა.

შეგახსენებთ, ედუარდ შევარდნაძე იყო ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა საბჭოთა კავშირში, მას არაერთხელ ეჭირა წამყვანი პოსტი საქართველოს რესპუბლიკასა და შემდგომ დამოუკიდებელ სახელმწიფოში.

1995 წლის შემოდგომაზე გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გახდა, თუმცა ქვეყნის მმართველობითი ფუნქციები გაცილებით ადრე შეითავსა. 1992 შევარდნაძე სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი გახდა, ამავე წელს მას, სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციები მიენიჭა. 1999 წლის ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოქალაქეთა კავშირმა მიიღო, რომლის თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე იყო, ხოლო 2000 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად საქართველოს პრეზიდენტი მეორედ გახდა. ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს პრეზიდენტის პოსტი, 2003 წელს, ვარდების რევოლიუციის შემდეგ დატოვა.

საქართველოს რიგით მეორე პრეზიდენტი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი, ამჟამად კრაწანისის რეზიდენციაში ცხოვრობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57