მძღოლების ყოველთვიური გადასახადი 10 ლარის ოდენობით განისაზღვრება

სამშაბათი, 29 იანვარი, 2013 - 14:55

თბილისის მერია მიკროავტობუსების მძღოლების მოთხოვნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "მიკროავტობუსების მძღოლების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, თბილისის მერია მძღოლებსა და კომპანიას შორის არსებულ მოლაპარაკებაში ჩაერთო.  მათთან გამართული შეხვედრის შედეგად, ერთ-ერთ ძირითად პრობლემად გადასახადის მაღალი განაკვეთი დასახელდა, რომლის გადახდაც მათ, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებს უწევთ.

აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით, დღესვე თბილისის მერმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომლის თანახმად, მიკროავტობუსის მძღოლების საქმიანობა ფიქსირებული გადასახადით დაიბეგრება, ხოლო გადასახდელი თანხის მაქსიმალური ზღვარი ყოველთვიურად არაუმეტეს 10 ლარის ოდენობით განისაზღვრება."

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39