პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია ბრიტანეთის ჯარების შტაბის უფროსს შეხვდა

სამშაბათი, 29 იანვარი, 2013 - 14:23

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრებს განაგრძობს. გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია ბრიტანეთის ჯარების შტაბის უფროსს, გენერალ დევიდ რიჩარდსს შეხვდა.

 

მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ სამხედრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებში ბრიტანული მხარის გამოცდილების გაზიარებას და მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრისას პოსტ ISAF-ის პერიოდში ქართველი და ბრიტანელი სამხედროების ერთობლივი მონაწილების შესაძლებლობაც განიხილეს. გენერალმა რიჩარდსმა ქართულ მხარეს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისას, ქართველი სამხედროების მამაცობისთვის მადლობა გადაუხადა.

დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში გამართავს შეხვედრებს, სადაც ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებს განიხილავენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46