გიგი უგულავა თბილისელებში უკმაყოფილების მუხტს ხელოვნურად აღვივებს - ლადო ბულბულაშვილი

სამშაბათი, 29 იანვარი, 2013 - 13:42

„თავისუფალი საქართველოს“ აპარატის უფროსის ლადო ბულბულაშვილის განცხადებით,  ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, თბილისის მერიის სამსახურები მწყობრიდან არის გამოსული, შეფერხებით მუშაობს დასუფთავების, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, საგანგებო სიტუაციების და პრაქტიკულად ყველა სხვა სამსახური, რომელთა ფუნქციონირებაზეც, ხშირად, მოქალაქეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობაა დამოკიდებული. 

ბულბულაშვილმა სასწრაფო დახმარების სამსახურის არასათანადო მუშაობაც აღნიშნა და  ბრიგადების სიმცირის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობაზე ისაუბრა.

"სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, გამოძახებებზე 1-1.5 საათის დაგვიანებით მიდიან. გამომდინარე იქიდან, რომ 112-ის სერვისს ჰყავს 30 ოპერატორი და თითოეულ მათგანს უდგას 6-ტელეფონის აპარატი, შეფერხებით მუშაობს აღნიშნული სერვისი, სადაც ზოგჯერ საერთოდ არ პასუხობენ გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს. არადა, ამ სამსახურების გამართულად მუშაობისთვის, ყოველთვიურად მილიონამდე ლარის ჩამოჭრა ხდება ჩვენი მოქალაქეების სატელეფონო ბალანსიდან", - აცხადებს პარტიის აპარატის უფროსი.

 ბულბულაშვილი  მიიჩნევს, რომ აღნიშნული სიტუაცია ხელოვნურადაა შექმნილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების და პირადად თბილისის მერის გიგი უგულავას მიერ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანს, მოსახლეობაში უკმაყოფილების მუხტის ხელოვნურად გაზრდა წარმოადგენს და ამის გამო, ყოფილი ხელისუფლება, რისკის ქვეში აყენებენ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას", - აცხადებს ბულბულაშვილი.

პარტია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და შეისწავლონ თბილისის მერიის სამსახურებში შექმნილი ვითარება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46