LUKOIL -ში საწვავი გაიაფდა

სამშაბათი, 29 იანვარი, 2013 - 12:28

LUKOIL-ი   თავის  მომხმარებელს  უმაღლესი  (EURO 5) ხარისხის  საწვავზე  ფასდაკლებას სთავაზობს.   29 იანვრიდან ყველა ტიპის საწვავზე  7-დან 10 თეთრამდე ფასდაკლება ამოქმედდა. შესაბამისად, საწვავის ღირებულება სუპერზე - 2.17, პრემიუმ ავანგარდზე - 2.10, ევრორეგულარზე - 1.95, ხოლო ევროდიზელზე - 2.12 ლარი იქნება.

2012 წლის განმავლობაში „ლუკოილ ჯორჯია“-მ სახელწიფო ბიუჯეტში 120 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა და, ამასთან, 2013 წელიც აქტიურად და პროდუქტიულად დაიწყო.

კომპანიამ „კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს” მიერ 2012 წლის 25 დეკემბერს ჩატარებულ ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებულად შესყიდვის ტენდერში საწვავის მიწოდების საუკეთესო პირობების შეთავაზებით გაიმარჯვა და 2013 წლის განმავლობაში ის სახელმწიფო ორგანიზაციებს სამი სახეობის პროდუქტს მიაწვდის: სუპერს, პრემიუმ ავანგარდსა და ევრო დიზელს, რაც ჯამში დაახლოებით 55 მილიონ ლიტრს შეადგენს.

„ლუკოილ ჯორჯია“ _ LUKOIL-ი მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანიაა, რომელიც პროდუქციის საუკეთესო ხარისხთან, ზრდის ტენდენციასა და მაღალ ფინანსურ მაჩვენებლებთან ასოცირდება. კომპანია მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში 10 000-ზე მეტი ავტოგასამართი სადგურით არის წარმოდგენილი.

საქართველოში ლუკოილი უკვე 15 წელზე მეტია მოღვაწეობს და მისი ავტოგასამართი სადგურების ქსელი მთელი ქვეყნის ტერიტორიას ფარავს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45