თავდაცვის მინისტრი გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრებს მართავს

სამშაბათი, 29 იანვარი, 2013 - 12:02

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება. მინისტრთან ერთად ბრიტანეთში ასევე გაემგზავრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელთან სერ მალკოლმ რიფკინგთან და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯეიმს არბუტნოტთან. შეხვედრებზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„გავაცანით ჩვენი გეგმები, შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციისა და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ. ზოგადად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რამდენად სტაბილურად ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენს პარტნიორებს აინტერესებთ, თუ რამდენად გრძელვადიანი გეგმები გვაქვს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ ავღანეთში ჩვენს თანამონაწილეობაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ მხარდაჭერით, რომელიც ჩვენ გვაქვს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოში ინტეგრაციის კუთხით“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრების შემდეგ.

დღესვე, ირაკლი ალასანია დიდი ბრიტანეთის პარლამენტარ მარკ რეკლისს შეხვდება და საქართველოზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის წინაშე სიტყვით გამოვა.

ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში გამართავს შეხვედრებს, სადაც ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებს განიხილავენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39