ვოვა არუთინიანის დედა პარლამენტს მისი შვილის პოლიტპატიმრად აღიარებას სთხოვს

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 18:41

ტერორიზმში ბრალდებული, სამუდამო პატიმრობამისჯილი ვოვა არუთინიანის დედა პარლამენტს მისი შვილის პოლიტპატიმრად აღიარებას სთხოვს. ანჟელა არუთინიანი თვლის, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ყოფილი ხელისუფლების ძალოვანმა უწყებებმა ბრალი უსაფუძვლოდ წაუყენეს.

"ჩემი შვილი უკანონოდ იხდის სასჯელს. ის პოლიტიკური პატიმარია და ეს ახალმა ხელისუფლებამ უნდა აღიაროს. როგორ შეიძლება, არშემდგარ ტერაქტზე ჩემი შვილი ტერორისტად გამოაცხადონ?" - აცხადებს ანჟელა არუთინიანი.

ვოვა არუთინიანი 2006 წელს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის შემდეგ დააკავეს. მას პრეზიდენტის წინაააღმდეგ ტერორისტული აქტის განხორციელება ედება ბრალად და სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. იგი სასჯელს მე-7 დაწესებულებაში იხდის.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41