გოგა ხაჩიძე აქციებს ითვლის

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 18:38

ვინმემ ხომ არ დაითვალა, რამდენი მოქმედი საპროტესტო აქციაა დღეს ქვეყანაში? -ამ კითხვით, საპარლამნტო უმცირესობის ერთ-ერი ლიდერი, გოგა ხაჩიძე, საზოგადოებას მიმართავს და facebook-ის მომხმარებელს მიმდინარე საპროტესტო აქციების დათვლაში დახმარებას სთხოვს.

"ვინმემ ხომ არ დაითვალა, რამდენი მოქმედი საპროტესტო აქციაა დღეს ქვეყანაში?...

 * თბილისი, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას და ცდილობენ ცოცხალი ჯაჭვი შეკრან, რბილად რომ ვთქვათ, "არაცოცხალი" ხალხით.

 * თბილისი, სამარშრუტო ავტობუსის მძღოლები ითხოვენ თითქმის ყველაფერს + "ნორკის შუბას" 

* წყალტუბო, "ქართული ოცნების" შიდა დაპირისპირება - ვინ უნდა იყოს პარტიის თავჯდომარე?!

 * ხონი, "ქართული ოცნების" შიდა დაპირისპირება - რით ვართ წყალტუბოელებზე ნაკლები?!

 * ქუთაისი, ყასბების პროტესტი - სასაკლაოების მოწყობა ფული ჯდება ბიძიკო!

 * ლაგოდეხი, სტიქიით დაზარალებულთა აქცია - 12 ლარი დაახვიეთ და გაიკეთეთ სადმე!

* ქუთაისი, 33-ე საჯარო სკოლა - არ გვინდა ახალი სასწავლო ნაწილი, ძველი გვირჩევნია! თან ახალი - დირექტორის ცოლის დაქალია!

* თბილისი, ორი აქცია ეკონომიკის სამინისტროსთსან. სოციალურად დაუცველები ითხოვენ ბინების დაკანონებას, ზღვის ქუჩის მოსახლეობა - ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას.

 * თბილისი, 51 სკოლასთან პედაგოგების და მშობლების აქცია - ხელები შორს ჩვენი დირექტორისგან!

* რუსთავი, "სათნოების სახლის" ბენეფიციარების აქცია - ნუ დაგვხოცავთ შიმშილით!

* თბილისი, დიდი ლილოს მოსახლება მოითხოვს, ეს ნაგავსაყრელი დაახვიეთ და გაიკეთეთ ისევ გლდანში!

გააგრძელეთ, თუ რამე გამომრჩა..."- წერს ხაჩიძე facebook-ზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46