მთავარი პროკურატურა ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე ახალ დეტალებს აქვეყნებს

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 17:01

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე  პროკურატურის დეპარტამენტის უფროსმა, დავით ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები წარუდგინა.მისი თქმით, საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ობიექტურობა, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ეჭვქვეშ დაგას.

ნიკოლაიშვილის განმარტებით, ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართა გიორგი გვიჩიანის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა და მოითხოვა აღნიშნულ საქმეზე აშშ-ში ექსპერტიზის დასკვნების გადაცემა. ადვოკატის მოთხოვნის შესრულების მიზნით, მოხდა საქმის ხელახალი შესწავლა, რის შდეგადაც გამოვლინდა შემდეგი გარემოებები: საქმის გამოძიებისას, 2006 წლის 6 იანვარს აშშ-ის ფედერალური ბიუროს ექსპერტიზაში დაინიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა, სადაც შედარებისთვის, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდები, სიგარეტის ნამწვი, ლომინაძის ტანსაცმელი და ბრალდებულების, ანაბეჭდები გაიგზავნა. 2006 წლის 4 აპრილს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროდან შემოსული, 31 მარტით დათარიღებული დასკვნით გამოირიცხა სიგარეტის ნამწვებზე, მკვლელობის შემსრულებლების დეენემის არსებობა. აღნიშნული დასკვნა სისხლის სამართლის საქმეს მტკიცებულებად არ დაერთო და საქმე სასამართლოში ამ დასკვნის გარეშე წარიმართა. შესაბამისად, დასკვნების შედეგების გათვალისწინების გარეშე, 2006 წლის 15 აგვისტოს, საქმეზე გამამტყუვნებელი განაჩენი დადგა.

შეგახსენებთ, 2002 წელს "ეიეს თელასის" მენაჯერის, ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე, რომელიც 2006 წელს გახსნილად გამოცხადდა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნენ "ეიეს თელასის" ფინანსური მენეჯერი, გიორგი გვიჩიანი, როგორც მკვლელობის შემკვეთი, ნოდარ გვიჩიანი, როგორც შუამავალი მკვლელობის დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერხელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი როგორც მკვლელობის უშუალო შემსრულებლები.

პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, გიორგი გვიშიანის დაპატიმრებასა და შემდგომში საქართველოს სისხლის სამართლის 109-ე მუხლით მის გასამართლებას, საფუძვლად დაედო ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, ნოდარ გვიჩიანის მამხილებელი ჩვენება მკვლელობის შემკვეთის შესახებ. რის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელს ჩადენილი ჰქონდა რა განსაკუთრებით მძიმე სხვა დანაშაული, გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და სრულიად გათავისუფლდა სასჯელისაგან. გიორგი გვიჩიანის მიმართ გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანას, ასევე საფუძვლად დაედო, მკვლელობის თანამომაწილეენის, ავთანდილ ხერხელაძისა და გიორგი პაპაჩაშვილის არაპირდაპირი ჩვენებები. რომელთაც ასევე გაუფორმდათ საპროცესო შთანხმებები - ხერხელაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთ, ხოლო პაპაჩაშვილს 5-წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა. მკვლელობის შემსრულებლის სტატუსით გასამართლებულმა მესამე პირმა, ნიკა ჩემიამ დანაშაული არ აღიარა და გიორგი გვიჩიანის მსგავსად, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61