ადამიანი უფალზე ფიქრსა და ურთიერთობაში ეკლესიას იყენებს - დავით დარჩიაშვილი

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 17:54

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი მზად არის, ხელი მოაწეროს საქართველოს სამოციქულო ეკლესიიისადმი მისი კოლეგების ზურაბ ჯაფარიძისა და სერგო რატიანის მიმართვას.

ამის შესახებ განცხადება დარჩიაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე გააკეთა.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” არც ერთი პოლიტიკური ფიგურა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს არ უპირისპირდებოდა, არ უპირისპირდება და არ დაუპირისპირდება. ეკლესიას თავისი შეუცვლელი დანიშნულება აქვს - ადამიანი უფალზე ფიქრსა და ურთიერთობაში ეკლესიას იყენებს. ეს ყველა ცივილიზებულ საზოგადოებაში ჩვეულებრივი მოვლენაა”, - განაცხადა დარჩიაშვილი.

უმცირესობის წვერებმა ზურაბ ჯაფარიძემ და სერგო რატიანმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას თავშეკავებისკენ მოუწოდეს, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ  იქნას გამოყენებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46