მიხეილ ქარელი საქართველოში ბრუნდება

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 17:31

შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორი მიხეილ ქარელი საქართველოში ბრუნდება, ამასთან დაკავშირებით ქარელი განცხადებას ავრცელებს და  აღნიშნავ,ს რომ სამართლებრივ ბრძოლას აპირებს, რათა საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

"მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ სამშობლოში,  ყველასთან ერთად,  მეც მეძლევა ცხოვრების შესაძლებლობა, დავუბრუნდები წლების უნახავ ოჯახს, მშობლებს, მეგობრებს და იმ ადამიანებს, რომლის გარეშე ცხოვრება ადამიანისთვის აუტანელია. ვაპირებ უახლოეს მომავალში დავბრუნდე სამშობლოში და თავისუფალი მართლმსაჯულების პირობებში სასამართლოს დავუმტკიცო ჩემი უდანაშაულობა და ღირსეულად გავიარო ეს არც თუ სასიამოვნო პროცედურები", - აღნიშნულია ქარელის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 23 სექტემბერს, დაკავებული იქნა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი, მას ბრალი ედებოდა სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო ჩარევა და ქრთამის აღება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.53
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.49