ირაკლი ალასანია გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 16:59

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება. მინისტრთან ერთად ბრიტანეთში გაემგზავრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, პარლამენტის, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელს სერ მალკოლმ რიფკინგს, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჯეიმს არბუტნოტს, თემთა პალატის ევროპის საქმეთა ჩრდილოვან მინისტრს ემა რეინოლდსს (ლეიბორისტული პარტიიდან), პარლამენტარ მარკ რეკლისს და საქართველოზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრს უმასპინძლებს ევროპისა და ნატოს საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პარლამენტარი დევიდ ლიდინგტონი. პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია კი ბრიტანეთის ჯარების შტაბის უფროსთან, გენერალ სერ დავიდ რიჩარდსთან გამართავს შეხვედრას.

29 იანვარს დაგეგმილია შეხვედრები გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ქართული დელეგაციის წევრები საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის მინისტრს ენდრიუ მურისონს, უსაფრთხოების სექტორის განვითარების მრჩეველთა ჯგუფის უფროსის მოადგილეს დევიდ კლარკს და საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორს სტივ მაკარტის შეხვდებიან. ამავე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ჩეთემ ჰაუზში“ დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში.

გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტი 30 იანვარს დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41