გაფიცული მძღოლების შეხვედრა აკაკი ჯოხაძესთან უშედეგო გამოდგა

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 16:39

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს აკაკი ჯოხაძისა და მიკროავტობუსების გაფიცული მძღოლების საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. შეხვედრაზე ყველა ის მოთხოვნა განიხილეს, რაც მძღოლებს ჰქონდათ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის წევრმა გოჩა მაქაძემ განუცხადა,რომ თითქმის ვერაფერზე ვერ მოხდა შეთანხმება.

"თითქმით ვერაფერზე ვერ შევჯერდით იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებელია შეხვედრებს ესწრებოდეს მესამე პირი, რომელიც არის "თბილისის მიკროავტობუსი". ძალიან რთული და მძიმე იქნება ჩვენი მოლაპარაკებები. ტარიფების შემცირებაზე, ტექმომსახურებაზე, სოციალური შეღავათების აღდგენაზე, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მერიის შეთავაზება ჩვენ უნდა გავაცნოთ იმ მძღოლებს, რომლებიც შენობის გარეთ გველოდებიან, ასევე არ დაგიმალავთ, რომ საუბარი იყო ტენდერის გაუქმებაზეც", - განაცხადა მაქაძემ.

ამ დროისთვის საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, მერიასთან მყოფ სხვა გაფიცულ მძღოლებს შეხვედრის დეტალებსა და შედეგებს აცნობენ.

შემდეგი შეხვედრა დღესვე, 17:00 საათზე, თბილისის მერიაში გაიმართება და მას უკვე "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41