ირანელების კოსმოსში გაშვებული მაიმუნი უკან უსაფრთხოდ დაბრუნდა

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 16:22

ირანმა წარმატებით განახორციელა მაიმუნის გაშვება კოსმოსში. როგორც ირანის არაბულენოვანი ტელეკომპანია Al-Alam-ი ირანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ექსპერიმენტი წარმატებით განხორციელდა და კაფსულაში მოთავსებული ცოცხალი მაიმუნი, რომელიც 120 კმ სიმაღლეზე გაუშვეს, უსაფრთხოდ დაეშვა.

ორი წლის წინ პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადიმ განაცხადა ირანელ მეცნიერთა მიზანი, რომელიც ადამიანის კოსმოსში გაშვების მომზადებას ისახავს მიზნად.

უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წელს Kavoshgar-3-ით ორბიტაზე გაყვანილი იქნა ვირთხები, კუ და ჭიაყელები. მაიმუნის კოსმოსში გაშვების პროექტი 2011 წლის თებერვალში წარმოადგინეს.

როგორც ვარაუდობენ, ირანული პროგრამა ადამიანის კოსმოსში გაშვებას 2020 წლისთვის გეგმავს.

როგორც ირანის თავდაცვის მინისტრი აჰმედ ვახიდი აცხადებს, ქვეყანაში სრულდება ახალი კოსმოდრომის მშენებლობა, რაც ირანს საშუალებას მისცემს, კოსმოსში საკუთარი თანამგზავრები განათავსონ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46