დავით პაიჭაძე აგარაკის გაქურდვის გამო მთავრობას მიმართავს

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 16:16

ჟურნალისტ დავით პაიჭაძის აგარაკი გაძარცვეს. ამის შესახებ სამართალდამცველებს მან თავად განუცხადა. "აგარაკზე ვარ, გაქურდულია. საქართველოს მთავრობავ, შე კარგო, შე კეთილო, შე კარგი დედის შვილო, შეძლებ ამიხსნა, რატომ არ მომხდარა  ეს აქამდე, 7 წლის მანძილზე, რაც ეს სახლი მაქვს?", - წერს ჟურნალისტი "ფეისბუქზე".

მისივე ინფორმაციით, მისი აგარაკის გარდა, გაქურდულია კიდევ ექვსი სახლი. 

აგარაკი თეთრიწყაროს რაიონში, ამლევში მდებარეობს. პაიჭაძის თქმით, სახლს გარეგნულად არ ეტყობა ძარცვის კვალი, წაღებულია მაცივარი და საყოფაცხოვრებო ნივთები, დაზიანებულია საკეტები.

შემთხვევის ადგილზე მისული იყო პოლიციისა და კრიმინალური სამსახურის ტანამშრომლები. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61