მძღოლების გაფიცვა ხელისუფლების მხრიდანაა მართული - ზვიად პირველი

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 15:39

მიკროავტობუსების გაფიცვა რაღაცა დოზით მართულია იმ ჯგუფების მხრიდან რომლებიც დღეს ხელისუფლებაში იკავებენ გარკვეულ თანამდებობებს, - განუცხადა "ჯეონიუსს" არასამთავრობო ორგანიზაციის "დემოკრატიული განვითარების ახალგაზრდული ცენტის" თავმჯდომარემ ზვიად პირველმა.

მისი თქმით,  ეს ყველაფერი დაიწყო იმის შემდგომ, რაც აქტიური გახდა ახალი ხელისუფლების მიდგომები სხვადასხვა სფეროებთან მიმართებაში,  მათ შორის ქალაქ თბილისის სატრანსპორტო საკითხებთან.

როგორც პირველი მიიჩნევს, არ უნდა მოხდეს უხეში ჩარევები ხელისუფელბის მხრიდან, რადგან არსებობს შესაბამისი უწყებები, უფლებადამცველები და პროფკავშირები, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს მოლაპარაკება ყველა სეგმენტის გათვალისწინებით.

"ჩვენ რამდენიმე კვირის წინ გვახსოვს მერიაში შევარდნები, მოთხოვნები "ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან, ახლაც, მძღოლების გაფიცვაზე  "ქართული ოცნების" დეპუტატი ვნახე მისული, რომელიც  კონკრეტულად ითხოვდა მათი მოტოვნების დაკმაყოფილებას, ეს არის ზეწოლა თბილისის მერიაზე, რაც გვაძლევს იმის საფუძველს,  რომ ეს ყველაფერი მართულია ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ზვიად პირველმა.

შეგახსენებთ,რომ დღეს თბილისის ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია თბილისის მერიასთან გამართეს. კომპანია "თბილლაინთან" უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, მძღოლები მერიასთან შეიკრიბნენ და დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ, რის შემდეგაც გაფიცული მძღოლების საინიციატივო ჯგუფმა სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39