კახა კალაძე ენგურჰესის აღდგენის შესახებ აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებს იწყებს

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 15:12

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე  ენგურის ჰიდრო-ელექტროსადგურის აღდგენის შესახებ აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებს იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას «Интерфакс-Азербайджан» ავრცელებს.

მინისტრის ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურის ოთხი აგრეგატი გარემონტებული და მოდერნიზებულია, ხოლო მეხუთე აგრეგატზე აღდგენითი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს.

ნაწილობრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ელექტროსადგურის აგრეგატები მწყობრიდან 1992-93 წლების ქართულ აფხაზური კონფლიქტის დროს გამოვიდა, მოგვიანებით მოხდა მათი ნაწილობრივი აღდგენა.

ბოლო წლების განმავლობაში ჰიდროელექტროსადგური 50 პროცენტიანი მოცულობით მუშაობს, შეთანხმების მიხედვით, 40 პროცენტი ელექტროენერგიისა აფხაზეთის მხარეს მიეწოდება, ხოლო 60 პროცენტს საქართველო მოიხმარს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46