გამოსაშვები გამოცდების პირველი ეტაპი 15 თებერვლიდან იწყება

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 13:37

განათლების სამინისტრომ გამოსაშვები გამოცდების წესებში ცვლილებები შეიტანა. ტესტირება სკოლებში ორ ეტაპად ჩატარდება და წელს ბევრად უფრო ადრე დაიწყება. გამოსაშვები გამოცდების პირველი ეტაპი 15 თებერვლიდან 1 მარტამდე გაგრძელდება.

მოსწავლეები პირველ ეტაპზე გამოცდას იმ 4 სასწავლო დისციპლინაში ჩააბარებენ, რომელიც მოსწავლეებს დასრულებული აქვთ.

ეს არის გეოგრაფია და საბუნებისმეტყველო დისციპლინები. პირველი ეტაპი არ არის სავალდებულო და იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ ჩააბარებს პირველ ეტაპზე ამ საგნებს, მას შეუძლია, მეორე ეტაპზე გავიდეს ამ საგნების ჩასაბარებლად. მეორე ეტაპი 20 მაისიდან 29 მაისამდე გაგრძელდება.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2012-2013 სასწავლო წლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით 4+4 მოდელი ამოქმედდება, გამოცდის ჩატარების ფორმას კი თვითონ სკოლა აირჩევს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61