შსს-მ დიდი ოდენობით "სუბოტექსი" ამოიღო

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 13:58

შს სამინისტორს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების "სუბოტექსის" უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი ნანა კ. და ასევე წარსულში ნასამართლევი, 1978 წელს დაბადებული ირაკლი ყ. დააკავეს.

"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი, 1963 წელს დაბადებული ნანა კ. და ასევე წარსულში ნასამართლევი, 1978 წელს დაბადებული ირაკლი ყ. დააკავეს.

დაკავებული ირაკლი ყ–ს პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა 4 აბი და 1 აბის ნატეხი ,,სუბუტექსი“ ამოიღეს. გაირკვა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მან ნანა კ–სგან შეიძინა.

ჩატარებული სამძებრო–საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დადგინდა, რომ ნანა კ-ს შვედეთიდან ჩემოდნით, ტანსაცმელში ჩამალული ნარკოტიკული საშუალება ,,სუბუტექსი“ შემოჰქონდა. სამართალდამცველებმა, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 35 აბი ,,სუბუტექსი“ და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული 1060 ლარი ამოიღეს.

გაირკვა, რომ ირაკლი ყ. ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელია. ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის დაკავების მომენტში ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის III ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლით ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46