მთავრობა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე სასწრაფოდ უნდა გადავიდეს - ვანო მერაბიშვილი

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 13:45

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის  მიერ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ქვეყანაში  ეკონომიკურ კრიზისს ეხება,  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეფუძნება.

 მისი თქმით, დასტურდება ყველა ის მონაცემი, რაც მან 22 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე წარმოადგინა.

"ის მაჩვენებლები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ 22 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე და რომელსაც უარყოფდა საქართველოს მთავრობა, დადასტურდა 25 იანვარს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემებით. უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, გამოქვეყნდება სხვა მონაცემებიც, როგორიც არის დღგ-ს ბრუნვების, სესხებისა და დეპოზიტების და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლები, რაც აგრეთვე დაემთხვევა ჩვენს მიერ დასახელებულ ციფრებს. აღნიშნული ადასტურებს, რომ მთავრობა სასწრაფოდ უნდა გადავიდეს საგანგებო მუშაობის რეჟიმზე და მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული საბიუჯეტო კრიზისი", - წერს მერაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა კონკრეტული ანგარიში წარმოადგინა, სადაც დათვლილი იქნა ეკონომიკური მაჩვენებლები 2011-2012 წლების მდგომარეობით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55