გათავისუფლებული მძღოლების სამარშრუტო ხაზებზე დაბრუნებას კომპანია არ განიხილავს

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 11:26

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლების საინიციატივო ჯგუფსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც გლდანის ავტოპარკში გაიმართა, განცხადებას ავრცელებს.

"შეხვედრაზე, მძღოლების საინიციატივო ჯგუფის მხრიდან წამოყენებული იქნა 4 მოთხოვნა:

მძღოლის ინდმეწარმის სტატუსის გაუქმება - აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა კერძო კომპანიის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. თუმცა შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ მზად არის მხარდაჭერა გაუწიოს მძღოლებს და იმ შემთხვევაში, თუ საინიციატივო ჯგუფი შეაგროებს მოიჯარე მძღოლების ხელმოწერებს ინდმეწარმეობის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენლები დაიწყებენ ამ საკითხზე კონსულტაციებს და იშუამდგომლებენ კომპეტენტურ ორგანოებთან საკითხის შესწავლასა და გადაწყვეტისათვის.

გეგმების (საგზურის გადასახადის) შემცირება - სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის განხლვა რთულად შესაძლებელია შეზღუდული რიცხოვნობის მქონე საინიციატივო ჯგუფის ფარგლებში ვინაიდან ყველა სამარშრუტო ხაზს გააჩნის ინდივიდუალური სპეციფიკა მგზავრთნაკადისა და შემოსავლების კუთხით. აქედან გამომდინარე, გეგმების დაკლება მძღოლების ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად არ განხორციელდება. შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ მანამდეც აწარმოებდა ხაზების მიხედვით მგზავრთნაკადების დათვლას („ქრონომეტრაჟს“) და კვლავაც ამ პროცესის ინტენსიური დაგეგმვისა და განხორციელების შემდეგ მოახდენს სამარშრუტო ხაზების გეგმების სამართლიან კორექტირებას როგორც დაკლების, ასევე მომატების კუთხით.

მიკროავტობუსების გეგმიური ტექნიკური მომსახურების წარმოება მძღოლებისათვის სასურველ ადგილას -  გასული წლის ბოლოს შპს „თბილისის მიკროავტობუსმა“ გაითვალისწინა მძღოლების უმრავლესობის მოთხოვნა და მოახდინა საკუთრებაში არსებული მოკროავტობუსების შპს „ჯითი მოტორსის“ (ფორდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) სავალდებულო საგარანტიო მომსახურებიდან მოხსნა. შემდგომში, გეგმიური ტექნიკური მომსახურების თითოეული ელემენტის (ძრავის ზეთი, ხუნდები, ჰაერისა და საწვავის ფილტრი და ა.შ.) ფასისა და ხარისხის შეთანხმება მოხდა მძღოლებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, კომპანიისთვის მეტად მნიშვნელოვანია ამ საკითხის გაკონტროლება. შესაბამისად, გეგმიური ტექნიკური მომსახურების გავლა ყოველთვის განხორციელდება შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ მითითებულ სერვის ცენტრებში. ამასთანავე, კომპანია გამოთქვამს მზდყოფნას ყოველთვის გაითვალისწინოს მძღოლების სამართლიანი შენიშვნები გეგმიური ტექნიკური მომსახურების როგორც პროცთან, ასევე ხარისხსა და ფასებთან დაკავშირებით.

გათავისუფლებული მძღოლების სამარშრუტო ხაზებზე აღდგენა - გათავისუფლებული მძღოლების სამარშრუტო ხაზებზე უპირობოდ დაბრუნებას კომპანია არ განიხილავს. ეს საკითხი შესაძლებელია მხოლოდ გადაწყდეს ინდივიდუალურად, თითოეული მოიჯარე მძღოლის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4