"თბილისის მიკროავტობუსი" მზადაა, მძღოლების ინტერესები გაითვალისწინოს

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 12:49

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" მზადაა მძღოლების ინტერესები გაითვალისწინოს და კომპეტენციის ფარგლებში მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. გაფიცული მძღოლების საინიციატივო ჯგუფმა "თბილისის მიკროავტობუსს" ოთხი მოთხოვნით მიმართა.

ეს შეეხებოდა მძღოლის ინდმეწარმის სტატუსის გაუქმებას, გეგმების (საგზურის გადასახადის) შემცირებას, მიკროავტობუსების გეგმიური ტექნიკური მომსახურების წარმოებას მძღოლებისათვის სასურველ ადგილას და გათავისუფლებული მძღოლების სამარშრუტო ხაზებზე აღდგენას, რაზეც "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს: "თბილისის მიკროავტობუსი" მზად არის მხარდაჭერა გაუწიოს მძღოლებს და იმ შემთხვევაში, თუ საინიციატივო ჯგუფი შეაგროებს მოიჯარე მძღოლების ხელმოწერებს ინდმეწარმეობის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენლები დაიწყებენ ამ საკითხზე მუშაობას.

ვინაიდან ყველა სამარშრუტო ხაზს გააჩნია ინდივიდუალური სპეციფიკა მგზავრთნაკადისა და შემოსავლების კუთხით. აქედან გამომდინარე, გეგმების დაკლება მძღოლების ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად არ განხორციელდება. გეგმიური ტექნიკური მომსახურების გავლა ყოველთვის განხორციელდება შპს "თბილისის მიკროავტობუსის" მიერ მითითებულ სერვის ცენტრებში. ამასთანავე, კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, ყოველთვის გაითვალისწინოს მძღოლების სამართლიანი შენიშვნები გეგმიური ტექნიკური მომსახურების როგორც პროცესთან, ასევე ხარისხსა და ფასებთან დაკავშირებით.გათავისუფლებული მძღოლების სამარშრუტო ხაზებზე უპირობოდ დაბრუნებას კომპანია არ განიხილავს. ეს საკითხი შესაძლებელია მხოლოდ გადაწყდეს ინდივიდუალურად, თითოეული მოიჯარე მძღოლის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ დღეს თბილისის ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია თბილისის მერიასთან გამართეს. კომპანია "თბილლაინთან" უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, მძღოლები მერიასთან შეიკრიბნენ და დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ, რის შემდეგაც გაფიცული მძღოლების საინიციატივო ჯგუფმა სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5