იპოდრომის ტერიტორიის განადგურებასთან დაკავშირებით გამოძიება იწყება

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 12:48

მერიის მიერ იპოდრომის ტერიტორიის განადგურებასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მიერ გამოძიბა იწყება, - ამის შესახებ "უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მჟავანაზე აცხადებს, 2012 წლის ივლისში თბილისის მერიამ იპოდრომის ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის გაყვანის მიზნით, ასეულობით ხე გაჩეხა. "ინვესტ-კაპიტალმა'', მერიის მიერ ამჟამად უკვე განადაგურებული ტერიტორია შპს "ჟოკეი-კლუბისგან'' 2010 წელს შეიძინა. "ჟოკეი-კლუბს'' საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსგან ხელშეკრულებით ჰქონდა აღებული ვალდებულება, რომ ქალაქის საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ტერიტორიას, მშენებლობისთვის კი - 500 000 აშშ დოლარს გამოყოფდა.

"ხელშეკრულებითვე განსაზღვრული იქნა, რომ მაგისტრალი საბურთალოს ქუჩის მხრიდან თამარაშვილის ქუჩას შეურთდებოდა. თუმცა მერიამ ხელშეკრულება დაარღვია, ვინაიდან  "ინვესტ-კაპიტალი'' "ქართუ" ფონდში შედიოდა და ეს ფონდი პირდაპირ კავშირში იყო ბიძინა ივანიშვილთან, სწორედ ამიტომ განადგურდა გამწვანებული ტერიტორია, რისი აუცილებლობაც არ იყო. აღნიშნულის გამო შეტანილი იქნა საჩივარი პროკურატურაში და დღეს როცა ხელისუფლება შეიცვალა ვაკე-საბურთალოს შს სამმართველომ დაიწყო წინასაგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. შესაბამისი მასალები მიეწოდა გამოძიებას, ახსნა განმარტებები მიეცა გამოძიებას "უფლებადამცველთა გაერთიანების" მხრიდან და "ინვესტ-კაპლიტალიდან’’, - განაცხადა მჟავანაძემ და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში გამოძიება მერიის ხელმძღვანელ პირებსაც დაიბარებს დაკითხვაზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41