გიორგი თევზაძე ხელისუფლებას ჩახალიანის საქმის საფუძვლიანად და ობიექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს

ორშაბათი, 28 იანვარი, 2013 - 12:40

უფლებადამცველი და ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე ამნისტიის კანონის საფუძველზე ვახან ჩახალიანის  გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა საფუძვლიანი ვარაუდი ანტიქართული და კრიმინალური საქმიანობის თაობაზე, სამართალდამცავ ორგანოებს ევალებოდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები განეხორციელებინათ და არ მომხდარიყო სხვა, უფრო მსუბუქი დანაშაულისათვის მისი გასამართლება.

უფლებადამცველის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ვახან ჩახალიანს დაურბევია საქართველოს ეკლესიის ეპარქია ახალქალაში, ქართული უნივერსიტეტი, გამგეობა და პოლიცია ახალქალაქში, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ახალქალაქში და რუსეთის ბაზის გაყვანის პროცესს საქართველოს ტერიტორიიდან და არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შიდა მტერი.

„ეს უმძიმესი დანაშაულებია, რომელზეც ყოფილ ხელისუფლებას ევალებოდა კანონშესაბამისი ადეკვატური რეაგირება“, - აცხადებს გიურგი თევზაძე.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გიორგი თევზაძე აუცილებლად თვლის ახალი ხელისუფლების მოვალეობად წაყენებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას და თუკი შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურდება ამ ზემომითითებული დანაშაულის ნიშნების ნამდვილობა, აუცილებლად უნდა განხორციელდეს კანონის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ყველა ბრალეული პირის მიმართ. მით უმეტეს ამ დანაშაულებისათვის სისხლის სამართლებრივი ხანდაზმულობის ვადები არ გასულა, ამდენად, დროულად არის საჭირო სათანადო რეაგირება და საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.

მისივე თქმით, რაც შეეხება მოძრაობა „ჯავახკის“ ანტიქართულ განცხადებებს, საზოგადოებისათვის ცნობილია და დამაფიქრებელია, რის გამოც შესასწავლია კომპეტენტური ორგანოების მიერ მათი საწესდებო მიზნები და საქმიანობა კანონშესაბამისობის თვალსაზრისით. ასევე შესასწავლია ამ ორგანიზაციის საქმიანობა რეგიონალური და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს სავარაუდო საფრთხეები იკვეთება ახლადგათავისუფლებული ვახან ჩახალიანის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან.

„მხოლოდ განცხადებები დანაშაულს არ წარმოადგენს და მხოლოდ მოსაზრებებისათვის პასუხისმგებლობა არავის ეკისრება, მაგრამ ამ განცხადებების შინაარსი საგულისხმოა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ორგანიზაცია არ დაარღვევს არც ერთი პირის, მათ შორის ვახან ჩახალიანის უდანაშაულობის პრეზუმპციას და მას არ შერაცხავს იმ დანაშაულების ჩამდენად, რომელზეც ჯერ არ დამდგარა გამამტყუნებელი დანაშაული,- განაცხადა თევზაძემ.

გიორგი თევზაძის განცხადებით, ნებისმიერი ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა სრულად უზრუნველყოს ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმეედებაზე კანონის ფარგლებში ადეკვატური რეაგირება. ამდენად, ხელისუფლებას მოეთხოვება ერთის მხრივ უზრუნველყოს ამნისტიის კანონის უზენაესობა, ხოლო მეორეს მხრივ საფუძვლიანად და ობიექტურად გამოიძიოს ვახან ჩახალიანისა და სხვა პირთა ყველა ის ქმედება, რომელიც კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და რომლებზეც რეაგირება დღემდე არ განხორციელებულა, თუ ასეთს ჰქონდა ადგილი.

„ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დღევანდელი და მომავალი თაობების მიმართ და გარდა კონკრეტული დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა, წარმოადგენს პრევენციას შემდგომი საფრთეების თავიდან ასაცილებლად, მით უმეტეს, საქართველოს აქვს საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა და გამოცდილება უახლოესი საქართველოს ისტორიიდან“, - აცხადებს გიორგი თევზაძე და მაგალითისათვის მოჰყავს „ადამონ ნიხასის“ საქმიანობა, რომელიც დაიწყო საკმაოდ უწყინარი, „ბაქტერიოლოგიური“ კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციით და ხელისუფლების უყურადრებობისა თუ სხვა მიზეზების გამო, გადაიქცა საკმაოდ აგრესიულ, ანტიქართულ მოძრაობად.

გიორგი თევზაძე მიუთითებს ხელისუფლებას, ვალდებულებაზე სწორი და დროული რეაგირება აღნიშნულზე.

„ეს იქნება მოქმედი ხელისუფლების მიმართ ტესტი კანონის უზენაესობის უზრუნველყოფაზე, რაც შედის როგორც ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებში, ასევე ორი მოძმე ერის ქართველების და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებში, - დასძენს უფლებადმცველი გიორგი თევზაძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.82
  • 3.1
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39