ბიძინა ივანიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

, 27 იანვარი, 2013 - 18:51

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით საქართველის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებს და თანაგრძნობას გამოხატავს ებრაელი ხალხის მიმართ:

"დღეს, 27 იანვარს, მსოფლიო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. 

მინდა პატივი მივაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას, განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ებრაელი ხალხი და თანაგრძნობა გამოვხატო იმ აუნაზღაურებელი დანაკლისისა და მოუშუშებელი ტკივილის გამო, რომელიც მათ მიადგათ.

საერთაშორისო საზოგადოებას მუდამ უნდა ახსოვდეს და ზრუნავდეს იმაზე, რომ კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი სირცხვილი აღარ გამეორდეს".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44