ბიძინა ივანიშვილი ელდარ შენგელაიას იუბილეს ულოცავს

შაბათი, 26 იანვარი, 2013 - 19:34

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კინორეჟოსორ  ელდარ შენგელაიას დაბადების  80 წლის იუბილეს ულოცავს: "ბატონო ელდარ, გილოცავთ 80 წლის იუბილეს! თქვენ იმ შემოქმედთა წარმომადგენელი ბრძანდებით, რომლებმაც ქართული კინოს ფენომენზე მსოფლიო აალაპარაკეს.

თაობები აღიზარდა თქვენს კინოშედევრებზე. თქვენი შემოქმედება გაჟღენთილია სიკეთით, ადამიანის სიყვარულით და, სწორედ ამიტომ, ხალხი დღესაც თქვენი კინოგმირების ფრაზებით ლაპარაკობს. ეს არის ის ჯილდო, რომელიც დრომ გამოსცადა", - ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46