კახა კალაძემ ლეიკემით დავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო

შაბათი, 26 იანვარი, 2013 - 19:00

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ აქციაში "გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე" მონაწილეობა მიიღო. მისი განცხადებით, ხშირია შემთხვევა, როცა სისხლის დეფიციტი იქმნება და მიმართა კოლეგებს, ჩაებან აქციაში, რათა გადაარჩინონ ლეიკემიით დავადებული ბავშვები.

 

"ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც სისხლის დეფიციტი იქმნება და ჩვენ სამინისტრომ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩავრთულიყავით  აქციაში "გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე".  მინდა მივმართო თხოვნით ჩემ კოლეგებს და სამინისტროებს, ჩაერთონ ამ აქციაში, რათა დავეხმაროთ ლეიკემიით დავადებულ ბავშვებს", - განაცხადა მინისტრმა.

იაშვილის კლინიკასთან არსებულმა სისხლის ბანკმა აქცია 2 კვირაა დაიწყო და მასში მონაწილეობას სახელმწიფოსა და კერძო უწყებების თანამშრომლები იღებენ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5