ვაჰაგან ჩახალიანი საკუთარ მოთხოვნებს აყენებს

შაბათი, 26 იანვარი, 2013 - 17:52

ორგანიზაცია "ჯავახკის" სეპარატისტული მოძრაობის ლიდერი ვაჰაგან ჩახალიანი, რომელიც პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა, განცხადებას ავრცელებს.

ჩახალიანის თქმით, ჯავახეთის სომეხმა მოსახლეობამ ინტეგრაციისკენ მიმართული პროცესები საკუთარ თავზე უნდა იგრძნოს. სეპარატისტების ლიდერი საკუთარ მოთხოვნებს აყენებს:

"ჯერ კიდევ გადასაჭრელია ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის სამოქალაქო, ენობრივი, საგანმანათლებლო, რელიგიური და კულტურული უფლებების მთელი რიგი საკითხები - ჩამორთმეული ეკლესიების დაბრუნება, სომხური ენისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭება, ახალქალაქში სომხური უნივერსიტეტის გახსნა, რაიონებში რეალური თვითმმართველობის სისტემის დამყარება და სხვა. საქართველოს ახალი ხელისუფლების მოვალეობაა, სომხებით დასახლებული ჯავახეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სამოქალაქო სტრუქტურებთან დიალოგის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში ზემოაღნიშნული პრობლემების გადაწყვეტა",  - ნათქვამია ჩახალიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩახალიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯავახელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჩაგრული მოღვაწეების მიმართ სრული სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლას გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5