შსს-მ თბილისში დაჭრის ფაქტი გახსნა

შაბათი, 26 იანვარი, 2013 - 17:24

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, 1994 წელს დაბადებული ლუკა ჯ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 19 იანვარს, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საფეხბურთო სტადიონზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მუცლის არეში დაჭრა საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში მცხოვრები, 1994 წელს დაბადებული ტარიელ გოგალაძე და ამავე სოფლის მკვიდრი, 1993 წელს დაბადებულ მირზა გოგალაძე. მან ასევე მუცელსა და ზურგის არეში დაჭრა რუსთავში მცხოვრები, 1988 წელს დაბადებული მამუკა მურუსიძე. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის სახ. კლინიკურ საავადმყოფოსა და ქირურგიის ინსტიტუტში მოათავსა. ამჟამად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ–ის 19–108–ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილება იძიებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46